გაზაფხულის ვალსი
შოპენის ნოტები , ვალსი გაზაფხულის, ტოტი იასამნის, დაშლილი ფურცლებად, ოთხად დაკეცილი თეთრი პერგამენტი, მონიშნულ მკრთალ ფერებს , წრეებად ავლებდი და მცირე ფრაგმენტი იშლება სიტყვებად, აჩნდა ორნამენტი, სულის ანაბეჭდი, ხატავდი რითმებად და წარმოსახვებად, სხვა განზომილებად, ფიქრი უსასრულო და დაუსაბამო, ფრაზებად აფეთქდა, სავსეა მთვარე ლითონისფერი , მეფე ღამეთა, შემოანათა , დაეკიდა ღია სარკმელთან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი