ტირიფები ტირილებად ატირდება


ტირიფები ტირილებად ატირდება,
ოკეანეს ზღვა გაჰყურებს ალმაცერად,
მის ბაგეზე იკვეთება ცრემლის დენა,
და ზვირთებში იკარგება ღმერთის რწმენა.
განა ქვეყნად ვინმეს სურდა
შურისა და სიძულვილის გამეფება?
სილამაზეს დაეკარგა ელფერი,
აქ ხომ მარტო ბოღმა დარჩა ძველფერი.
ტირიფები ტირილებად ატირდება,
რომ უყურებს ქაოსია ქვეყნიერად.
მტირალია ყველა კენტის სულის მხსნელად..
მო... ტირიფნო დაიტირეთ ბედკრულები!
ვის ამქვეყნად არ ჰყოლია მტირებლები,
მათ ტირილად შექმნილია ტირიფები.
ტირიფები ტირილებად ატირდება...
ოკეანეს ზღვა გაჰყურებს ალმაცერად,
განა მას არ ემუქრება ზვირთთა ღელვა,
თუმცა მაინც უხარია ცათა ჭექა.
არ იცის რომ ოკეანის ავი დარი,
ზღვასაც ავად უბრუნდება მრისხანებად.
ტირიფები ატირდება ტირილებად,
თუმც ცრემლები ვერ აჩერებს ზვირთთა ღელვას
და სამყაროს ემუქრება ცათა ჭექა...!
//ლალი გვარამაძე//✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი