აგონია
გუნება შემიცვალა თითქოს არაფერმა, თითქოს არა'ფერმა ფერთა გამა შექმნა, თეთრი შუქტეხილში სპექტრად გადაიქცა, ჩემი პულსის რიტმი წამში გაახშირა. გული აიყოლა, უცებ გაახელა...! მისი ცეცხლის ალი ფიქრებს შეაწება. განა ასეთი ვარ, განა მარტივია?! ხმათა ხავერდონმა სულში შეაღწია. ბგერთა მიმდევრობა თითქოს ნაცნობია, ასტრალს ვხვდებით ხოლმე, სიზმრის აგონიას, სიზმრად ნანახები განა ცხადდებიან?! იქნებ, სხვათა მსგავსად, ისიც ზღაპარია. გონი ემონება გულს... გულს რაღაცა სურს... ფიქრი ეხორცება სულს, სული სხეულდება სულ...! //ლალი გვარამაძე//✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი