ფიქრების ნავი
შორს გამიტაცა ფიქრების ნავმა, ლეთეს მივანდე ამ გზების გავლა. ვცარიელდები, რომ იქნებ მართლა კვდომით იწყება სულის აღმასვლა! სიჩუმეს ვეტრფი და მაინც ვხედავ, გრძნობას არ ძალუძს მასში დარჩენა. მუზათა სული თუ განაწყენდა, ვის მივებარო... არ ქრება სევდა. ერთი წერტილი, სამყაროს მიღმა, სასაცილოა თუ რამდენს ვბედავ, ისევ რაღაცის შეცვლა რომ მინდა და მაინც, ჩემში ვერაფერს ვხედავ. //ლალი გვარამაძე// ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი