მზის და მთვარის ციკლს სამყარო ადგენს....
მზის და მთვარის ციკლს სამყარო ადგენს, უცნაურია მათი ეს ტანგო. მათი მარშია თითქოს სიცოცხლე და ბედის ძაფებს ის ასე აქსოვს. უმთვარო ღამეს - ჰეკატე იხმობს, თავის წყვდიაში შთანთქავს ყველაფერს, რომ სულის ნაშთი მანვე წაიღოს, ციკლი ახალ სვლას ისე არ იწყებს. რაც კი ძველია, უნდა გაიშვას. დაინგრეს ყველა ზღუდე და კლიტე, თუ გინდა სული ახლიდან იშვას, იგი ჯერ უნდა სპეტაკად იქცეს. და ისევ ჩემში არსებულ ფენიქსს, სურს ეს სიკვდილის ზღვარი გაკვეთოს. ეძებს თავის ფერფლს მის ღამეებში და კვლავ ფერფლიდან აგებს სამეფოს. //ლალი გვარამაძე//✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი