ექსპრომტი


სული რომ მოდის ჩვენთან მიწაზე,
ნეტავ თუ იცის რა არის დაბლა…
ემოციების მწვავე სიმძაფრეს,
თუ იაზრებს ან ხვდება კარგად?
ნუთუ ეტყვიან რა ელის ახლა,
რა გზას გაივლის, ვინმეს თუ ნახავს,
წინასწარ ირჩევს ის თავის სავალს?
იცის და მაინც აგრძელებს ამ გზას?!

// ლალი გვარამაძე // ( ექსპრომტი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი