მთვარეს გავუმხელ მე გულის ნადებს....
მთვარეს გავუმხელ მე გულის ნადებს და დავიჯერებ ბავშვივით ზღაპრებს, რომ ის გაანდობს დუმილით, ამბებს ვისაც თვალებით სათქმელი ანდეს. გულს მარწუხები რად შესჩვევია, რატომ არ ძალუძს მისი გაგლეჯვა, ის, რაც აწუხებს, უცხო სენია და რას მოუტანს მისი დარჩენა?! ტკივილი ნაზად იფარებს ფარდას, ამ გამჭირვალე სხეულის ნაცვლად, ის მაინც ამჩნევს სნეულის დამღას მას, ვინც გარედან იარებს ფარავს. და თითქოს სიტკბო თან ახლავს სევდას, როგორც წვიმაში მზის შუქის ელვას, ებრძვი და ტოვებ შენს გულში - ერთად, იცი და მაინც, ახსნას ვერ ბედავ... //ლალი გვარამაძე//
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი