წამის გრძნობა


ზღვა რომ ნაპირებს წამით ეხება,
ხვდება ნაპირის ფარულ გულის ხმას?
იქნებ არც იცის, რომ ეს შეხება
ნაპირს უკარგავს დროის შეგრძნებას…

ნაპირზე მყოფი კენჭების მსგავსად
მზეც ასე ნატრობს მთვარის შეხვედრას,
და შორეული ჩრდილის დანახვა
წამის დაჭერის ფიქრებად რჩება…

გაშვების დროის ცოდნის შეგრძნება,
მზეს რომ უკარგავს ამ მოსვენებას,
იწვევს მათ შორის სევდის შეხვედრას.
ყოფნაც, არყოფნაც - თითქოს ერთდება.

იქნებ პოეტსაც ამიტომ უჭირს
თავის მუზასთან დამშვიდობება
ასეთი წამი ერთხელ რომ მოდის
და რა რთულია სწრაფ-ჩაჭიდება…

//ლალი გვარამაძე//

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი