მე შენი სული ვიცანი უწინ
მე შენი სული ვიცანი უწინ, ვიდრე შენს სახეს დავინახავდი, გამოხედვისას მე გავხდი უტყვი, შენ კი, აჩრდილის მსგავსად გამქრალდი. მას შემდეგ ვიცი, რომ სულ იყავი ჩემს გონებაში, სულში,სიზმარში, რომ მადარდებდა მე შენი დარდი, ჩემს ენერგიას შენ რომ კვეთავდი... მე შენი სული ვიცანი უწინ, ვიდრე შენს თვალებს დავინახავდი, ვიდრე ვნახავდი შენს ტკივილს მასში და მე ამ ტკივილს შევინახავდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი