სულის სიღრმეებს
მე ქურუმივით მოვიხმობ ღმერთებს და ცეცხლთან მჯდომი შევიტყობ შენს გზებს. გავტეხავ გულში დადებულ ფიცებს და ჩუმად შენზე ვიფიქრებ ისევ.... დავჯდები ჩემთვის, შორიდან გიმზერ, შენი თვალების წაკითხვას ვიწყებ, მათ წინ დავხურავ მე ყველა წიგნებს და შენი სულის სიღრმეებს ვირჩევ... მე მოვევლები ტკივილს და შიშებს, ჩუმად ვიჯდები, კიცხვას არ გიწყებ, წმინდანს და ცოდვილს მე კვლავ აგირჩევ, როგორიც იშვი ამქვეყნად, ისეთს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი