ცხოვრება არაფრისთვის


,,რატომ ზარავთ ნაცნობი ადამიანის მკვდარი სხეული. სიცოცხლეში ხომ ადვილად ვეხებით ადამიანებს? მერე კი როცა ის უბრალო გვამი გახდება გვზარავს, გვაშინებს, გვაფრთხობს მისი ცივი სხეული, მოლურჯო ტუჩები, უფერო ლოყები, რომელსაც სიცოცხლის მანიშნებელი ვარდისფერი აღარ გადაჰკრავს. გაშეშებული სხეული ცარიელ ჭურჭელს ემსგავსება სულის გარეშე. ან იქნებ სწორედ იმიტომ გვიჭირს მასთან შეხება რომ იქ სული აღარ არის, მისი შეხებისას სულს ვეღარ ვიგრძნობთ, ვეღარ დავაკვირდებით სისხლის მოძრაობის მიმართულებას და ვერ გავიგებთ ჩვენი შეხებით მასში რა ემოცია გამოვიწვიეთ. ვეღარც თვალები გვეტყვიან იმ სათქმელს, რასაც ბაგენი სიცოცხლეშიც მალავდნენ. სულის გარეშე სხეული უბრალო სამოსელად გვეჩვენება, რომელსაც ყველა ჩვენგანი ოდესღაც გაიხდის და დედამიწაზე დატოვებს, ხოლო მატერიისგან თავისუფალი სული ზეცაში ჰპოვებს სრულყოფილებას. იქნებ გვზარავს ჩვენი მომავალი სურათი. გვძულს ის ამაზრზენი სხეული, რომელიც სულის სამოსელია, გვზარავს რომ მას უწევდა მრავალ ცხოვრებისეულ დეტალთან შეჯახება. გვზარავს, რადგან მის გარეშე არ შეგვეძლო დედამიწაზე სიარული...იქნებ მიცვალებულის გვამში საკუთარ მომავალ გვამს ვხედავთ"
(ნაწყვეტი)
ავტორი: ლალი გვარამაძე❣️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი