ტრაბახა ნესვი (ავტორი: ლანა ხურცილავა)


ერთ ბოსტანში ნესვი ხარობდა. ჯერ მწვანედ იწონებდა თავს. მერე თანდათან შეყვითლდა. სულ უფრო მუქი ყვითელი ხდებოდა, დღითი დღე მწიფდებოდა. ძალიან ამაყობდა ნესვი საკუთარი თავით და ტრაბახობდა, რომ  შეეძლო, ნებისმიერი სუფრა დაემშვენებინა. 
    ერთ საღამოსაც შენიშნა, რომ ბოსტანში, მის გვერდით ნეხვი იდო. ნესვმა გაიფიქრა, ეს ხომ ბოსტნეული არაა, არც ხილი, არც კენკრა, როგორ ბედავს აქ, ჩემს გვერდით ყოფნასო. გაღიზიანებულად შესძახა:
   -ჰეი, აქ რა გინდა, განა არ უნდა იცოდე შენი ადგილი? 
ნეხვს  ჩაეღიმა და უპასუხა: 
   -რა გატრაბახებს? ახლა კი ჰგავხარ ყვითელ კიტრს, მაგრამ ბოსტნის პატრონმა დროულად რომ ვერ მოგისწროს, შენც ჩემნაირი გახდებიო. 
    ნეხვი მართალი იყო. ნესვს ხმა ჩაუვარდა. 
    ანდაზა გამახსენდა: „თავის ქება კიტრადაც არა ღირსო“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი