წვიმების სიშლეგე
სიზმრები.. ჩიტები.. ფრთამარდი ზღაპრები, უღუბლო სარკეში შეგხვდები.. როტონდა- ისევ დგას, ოცნებით ვერ განვექარვები შავ-თეთრი ალებიც მე ვეღარ მომშორდა. შორეულ ნაღველში აფურთხებს ფიასკო- მზის შვილთა ლეგიონს გადაყრის ქარიბდა ბეჩავო, ლექსებმაც რომ დაიგვიანოს, ან ცაში აფრინდეს ფეხმრუდი გალია... არ ვიცი.. ხეტიალს ეჩვევა სხეული და სულში შემოდის შარაგზის ტორტმანი ბუშტებში სიტყვები სკდებიან ჩვეული- საბაქთან? საბაქთან- რა მიზნით მომრავლდი? P.s ლურჯ ღუზას ჩაუშვებს დაღლილი მეზღვაური, ფანჯრიდან დაწყევლის წვიმების სიშლეგეს, სხეულში ის ერთი ოცნება დაუვლის, რომ-ელი,მე აქ ვარ, მე გიხმობ. მიშველე. 2019.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი