Warning: Uninitialized string offset 0 in /var/www/html/poetry.ge/src/views/channel/entry.php on line 11
ჰორიო, ჰორიო, მზე არის შორიო, ოცნება, "მზის კოცნა" წყლიანი თვალები, ყვითელი ფანჯრიდან შემოდის ალები... ჰორიო, ჰორიო, ვერ დაგემალები. ცოცხლდება ცხენების თქარუნი. იღვიძებს სიზმრებში ცოცხალი ელადა, ჩემს წიგნში ჭრილობებს სიტყვები გაუვლის, ჰორიო,ჰორიო, ჩემს წიგნში შენა ხარ. ხარ მიმზიდველი შენ, როგორც გალობა, ყვითელი ფანჯრიდან შემოდის ალები, ვიცი,რომ ოცნებას შენ ცოლად გაყვები, მე შავებს ჩავიცვამ, ვერ დაგენახები.. ჰორიო, ჰორიო, მზე არის შორიო, ოცნება , "მზის კოცნა", წყლიანი თვალები, ვიცი, რომ ოცნებას შენ ცოლად გაყვები, ჰორიო, ჰორიო, ვერ დაგემალები... 2019.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი