ჯვარჩენა
ამბრი არაბო, დავმარცხდი შენთან, იალაღებზე ქარი წამოწვა, ეს ლექსი არის და თვითმკვლელობა, არ არის მხოლოდ ყელის გამოჭრა. ამრი არაბო, შეგრჩა ყამარიც, მე იფნის ძირში ჯვარჩენას ველი, სიკვდილო, როგორ გაგითამამდი, "memento mori" ყოფილა ძნელი. მე როტონდაში ხშირად დავდივარ, დე ჟავუს ზოგჯერ ჟავე მუ მიცვლის, იმავე სიზმრებს ვხედავ ფანჯრიდან, რომ მარტოობა ტანსაცმელს იცვლის (მე იფნის ძირში ვდგავარ და ვიცდი) P.S თვითმკვლელობაზე უფრო ძნელია, აღარ გახსოვდეს ვინ ხარ და სად ხარ, მწვანე იასპის მძიმე მხრებიდან მოჩანს ჯვარჩენის უენო ჯვარცმა. 08.11.2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი