გამოსახლება
თრთი და თოვლივით დამწიფებულ მღვრიე სხეულზე დაიბუდებენ თრითინა და თეთრი ბაღლინჯო, შემოდგომაა. დააპურებს ღამე ლემურებს და იქნებ ჩემი მარტოობაც ფერფლად აქციოს. ადიოს დღეო. დატეხილო ნაწილაკებო და შვიდო ფერო,ზიქურათის კიბეზე მსხდარნო, მე არ გაგირბით, გევედრებით, გამიმახევროთ, ის იმედები, უსასოო ქარში რომ სახლობს. დაგიქურუმდა გამარტება და ხმაც წაგართვეს, გამოსახლება. ქეიფია შენი ტალანტი- ფერიცვალების. სტილთა შორის ნაპოვნ კამათელს, აგორებ ლექსში და სიყვარულს იქით აგზავნი- სადაც არ ჩანხარ. საითკენაც მიგიწევს გული. და ტყუილია გრძნობის ყველა გაფეტიშება, რომ მოგონება ეხმარება ცხოვრების დუმილს რომ ყველა დილა ამ სურათით წარმოგიდგება: თელავდა წამებს, როგორც ბალახს,მატარებელი და წარსულ დღეებს დასეოდა ტყვიების ექო, გელოდებოდი იმ სადგურთან გადამეტებით და ნარჩენებით ევსებოდა თვალები ფერდობს. თრთი და თოვლივით დამწიფებულ მღვრიე სხეულზე, დაიბუდებენ თრითინა და თეთრი ბაღლინჯო, შემოდგომაა. დააპურებს ღამე ლემურებს და ინებ,ჩემი მარტოობაც ფერფლად აქციოს! 2017.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი