ზღვის ეშვები


ზღვის ნესტიანი მარტოობა
მე ახლა იქ ვარ
და აქ რაც ხდება
ჩრდილშია ყველა. 
მე მინდა ჩემს სულს
სიმშვიდე ერქვას. 
მე ისევ ისე უგზოუკვლოდ დავეხეტები
ლურჯი ფეხებით
და გადარჩენის ტრიოლეტებით. ..
მწვავე ოტიტი..- 
ეს არის ჩემი გულგრილობის დიდი სიმპტომი
გაქრა ყოველი
გულმოდგინედ როცა ვიბრძოდი.
ხმაურიანი მწვანე გუბე
და მლაშე ღამე
და "ფეხი მრუდე" 
და ვხუჭავ თვალებს
და ჩემს თავს ისევ ზღვის ეშვებს ვუგდებ. 
2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი