თებერვალი
**2** ტანს იმოსავ ნისლის კაბას, ნაბავს თვალებს სავსე მთვარე, რამე იქნებ ჩემთვის გეთქვა, შენ სხვა როგორ შეიყვარე. ფრთხილად აღებ ტაძრის კარებს, ქარებს აკრთობ თითქოს ამდროს. განდობს სევდას გული უხმოდ, უცხოდ უმზერ ეჭვით საქმროს. ამბიონთან ჩრდილი გელის, გველის ფერი მოსავს ტანზე. განზე მდგარი ვეჭვიანობ, ნანობ, გატყობ ფერმკრთალ ხმაზე. ტაძრის კედლებს სწვდებათ ალი, მკრთალი ცეცხლი ადნობს სანთლებს. რამდენს ამბობს, წუხილს აჩენს, ამ შენს ნაბიჯს არ ამართლებს. თითქოს ლანდი გედგა გვერდით, სევდით სავსე რეკდა ზარი. ქარი სანთლებს რისხვით აქრობს, ამ დროს ფიცს დებს შქნი ქმარი. თუმც არ გჯერა მისი ფიცი. იცი ერთ დროს სხვაზე გაცვლი, რადგან გულით ვინც გიყვარდა ვნების სასმისს მასთან დაცლი. უკვე სხვასთან დაგიგულე და თავს ვიკლავ შენით მთვრალი. ქარი ცხედარს თოვლს მიაყრის... იდგა ცივი თებერვალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი