31 მაისი
ეზოს ბოლოდან სავსე მთვარეს უმზერდა ცუგე. ნიავს მაისის სურნელება ემოსა ტანზე. მერცხალს კედელზე საიმედოდ მიუდგამს ბუდე და ვულკანები დაუნთია ყვავილს ატამზე. აისს არღვევდა ძილბურანში მყოფი ბეღურა. მზის სხივმაც სძლია ჩემს ფანჯრებზე დაცრეცილ ფარდებს. სახლთან აზვირთულ პირქუშ კლდეებს ნისლი ეხურათ. ქარი აცლიდა დამჭკნარ ფოთლებს ცეცხლისფერ ვარდებს. მესმის თუ როგორ აშრიალებს თავთავებს ქარი, ხორბალი დიდი ოქროსფერი ტალღებით ღელვას. გადაუშლია ამ ტალღებზე მწყერს იალქანი. მზე ვენახებში ახალშობილ საფერავს ფერავს. მაისი დილა ამ გაზაფხულს წარსულს აბარებს. ვუმზერ გარიჟრაჟს, ყველა დარდი დამავიწყდება. მზის სხივთან ერთად, ჩემს ოთახში, გააღებს კარებს, შუბლზე მკოცნის და ნაჯაფ ხელებს შემომხვევს დედა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი