ქართველი პოეტი ლაშა გახარია დაიბადა 1947 წელს სოფელ მუხურში, ის ლექსებს წერდა როგორც ქართულ, ასევე მეგრულ ენაზე. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთში, 1966 წელს, როდესაც ის სწავლობდა მუხურის საშუალო სკოლაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც „მოძღვარ ნათლიასა“ და „ბიბლიას“ ეძახდა.
2003 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული „მუზის პაუზა“.
უკურნებელი სენით დაავადებული პოეტი გარდაიცვალა 2004 წელს.
პოეტის გარდაცვალების შემდეგ, 2005 წელს გამოვიდა მისი მეგრული ლექსების კრებული „ირიათონი“.
წყარო: ka.wikipedia.org
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი