საუბარი წარსულთან
ამ საღამოსაც ნისლად, რაღაც ბურუსის მსგავსად სახე გამოჩნდა მკრთალი, ღრუბლებნარევი თმებით... თითქოს ვიყავი სიზმრად, და ორეული განცდა ეხეტებოდა მთვრალი ამოუცნობი გზებით... და მე ვიცანი იგი... როგორც წარსული ყოფა,.. გაორებულად მზირი, თითქოს ღრუბელთა ველზე... ამაო არის რიდი, ვით უსაფუძვლო ნდობა და მეც უარვყვე ფიქრი, ფიქრი შორეულ წლებზე. ხვალ საღამოსაც ალბათ, ისევ ვიხილავ სახეს და ისევ მეტყვის: მოდი, კვლავ დავუბრუნდეთ წარსულს!.. მე კი პასუხად ვეტყვი და შევუბრუნებ სათქმელს, რომ საუბარი წლებთან არანაირად არ მსურს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი