სხვა არაფერი


ნაცემ ნაპირებს ზღვა არ ასვენებს
ამღვრეულ თვალებს სილურჯე ელტვის
შენთვის ათას ერთ ღამეს ვათენებ:
მერე რა მოხდა?!.. კვლავ ამას მეტყვი.

მე შენთვის დავკრეფ ცაზე ვარსკვლავებს
და ისე შევკრავ, ვით ყვავილთ შვენის...
შენ კი აიჩეჩ მაგ მხრებს, მაგ მკლავებს:
დიდი ამბავი! - კვლავ ამას მეტყვი.

მე შენ გაჩუქებ მთელ ჩემ სამყაროს,
რაც გამაჩნია,.. რა დამრჩა მეტი?!
- მხოლოდ მინდა რომ გულით მატარო,
სხვა არაფერი! - კვლავ ამას მეტყვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ლაშა ციტატელიBlogger3 წლის წინ

www.gersamialasha.wordpress.com

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი