ისევ ძველი ნოსტალგია მომერია
მთვარის შუქზე წითლად ღელავს ნეკერჩხალი,.. ღელავს უტყვად, თითქოს ღამის ნოტებია ჩემს ფიქრებში ისე დაჰქრი, როგორც ქარი, დაჰქრი ისე, როგორც დაჰქრის პოეზია… ნანატრ ფერებს ისევ ქარგავს შემოდგომა ისევ ძველი ნოსტალგია მომერია მახსოვს, არყის ხეებს შორის პარკში ჯდომა, ერთ ღიმილზე გადაცვლილი პოეზია… ფოთოლმცვენი ხეებიდან მახსოვს თოვა, ფოთლები, რომ ჩიტებივით სდევდნენ ნიავს ცნობითსავსე თვალებიდან სხივთა კრთომა ჰგავდა იმ წამს, ჰგავდა ცოცხალ პოეზიას… და მეც ამ წამს, ვით ფერწერის დიდოსტატი დავემსგავსე ამედეო მოდილიანს ისევ გხატავ, როგორც ჟანას ამედეო, შენ ხარ ჩემთვის უსასრულოდ პოეზიაც!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი