ღამე, ზღვა, ოცნება და შენ
ჩაფიქრებულა მთვარე დადუმებულა ზღვა, თითქოს ნიავ-ქარებს დაჰკარგვიათ ხმა და თვით დაღლილ ზეცას დაჰკარგვია ფერი დღით რომ კაბა ეცვა ზუსტად ამ ზღვისფერი… სადღაც ისმის მღერა თითქოს გედთა გუნდის იხატება სევდა იდუმალი გულის, ისმის ჩუმი სუნთქვა ჩაძინებულ კონცხის, როგორც ქალი, ურცხვად ზღვა სველ ნაპირს ჰკოცნის. და ის ლურჯი კაბა დღით რომ ტანზედ გეცვა როგორ ჰგავდა ამ ზღვას და თვით ზღვისფერ ზეცას, და შენი სიმღერა?! თითქოს გედთა გუნდის გულს რომ კლავდა სევდა ჩუმი სიყვარულის დარჩა მხოლოდ ნატვრად და ოცნებაც ტკბილი, ნიავ-ქართან გაჰქრა ტუჩებგამოწვდილი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი