დასაბამის აპოგეა
იქ, სადღაც შორს, შორს მთებს მიღმა სადაც ზღვები ლურჯ ტანს იბანს და სადღაც შორს, ზღვის სიღრმეში სრულ წყვდიადში და სიზმრებში იზმორება, თვალებს იფშვნეტს და იღვიძებს ნიაღვარი, ლურჯ სამყაროს ესალმება ზღვის ლამაზი ბინადარნი და ზღვის ფლორა მარადმწვანედ იმოსება სამოსელში ერთხელ მაინც აღმოჩნდები ღვთის იდუმალ სამოთხეში და იქ, სადაც მუდამ სუფევს აპოგეა დასაბამის შეუცნობი რჩება მუდამ თვით საუნჯე სილამაზის!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი