მე ისევ მიყვარხარ
დარდი განმიქარვე ნურაფერს ნუ მეტყვი, მოდი დავივიწყოთ გრძნობა მანკიერი… გთხოვ, თავს ნუ იტყუებ თითქოს აღარ გეტრფი, რომ შენ არსებობის არ ვარ მადლიერი… დარდი განიქარვე თორემ დავობლდებით, ვიცი, რომ ორივეს მოგვკლავს უჩვენობა; მე ისევ მიყვარხარ, ჩემში მეორდები ახლა უკვე კრძალვად, როგორც უჩვეობა… დარდი განვიქარვოთ თორემ დავბერდებით, სახე ჩამოჭკნება თეთრ ლავატერებად… ნუთუ ღირდა წყენა ასე გამეტებით; ნუთუ მანკიერმა გრძნობამ გაგვიმეტა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი