წერილი დედას
ძალა არ მყოფნის, რომ ვთქვა – მიყვარხარ! ვინ თქვა – ასეთი აღმზარდე შვილი?! ჩემთვის მშობელი დედამიწა ხარ, მე შენთვის ისევ პატარა, ჩვილი… დრო გაივლის კვლავ მოგეგებები კვლავ დაგიკოცნი ჩამომჭკნარ ლოყებს, განა, ჩვილი ვარ?! – დედა, ვბერდები, მეც აღარ ვჰგავარ იმ ლამაზ ყლორტებს… გახსოვს, რომ მტკიცედ იდგა ჩვენს ბაღში ტან-აშოლტილი ლაღი გულაბი?! მახსოვს ის წლები, ვიყავი მაშინ სწორედ ისეთი ლაღი, გულადი… და სადღა გაჰქრა ის წლები ნეტავ, ან რად შემტკივა წარსულზე გული?! როცა თამამად ვიტყოდი – დედა, შენ ხარ ჩემი მზე და სიყვარული!.. სიტყვა არ მყოფნის, გითხრა – მიყვარხარ! არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ ვბედავ… და კვლავ წერილით გესაუბრები: დედა როგორ ხარ,როგორ ხარ დედა?.. ვიცი, რომ გულში შენც მსგავსად ფიქრობ და ამაყი ხარ შენი შვილებით, გულში ათასჯერ გეტყვი – მიყვარხარ! მაგრამ, ხმამაღლა ვეღარ გპირდები…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი