გარეთ ნოემბერია
გარეთ ნოემბერია; ჩემში ისევ ზაფხული . . . დღეს ქუჩები სველია, ქოლგებს ითვლის ბათუმი. ისევ წვიმანარევი აიმღვრევა თვალები, ჩემში ჩქეფდა ოცნება იმ ზღვა იდუმალების, რომელიც მიუწვდომელ რჩება ისევ ზმანებად, საით მიჰქრის ცხოვრება, საით მიექანება . . . მორევიათ ძილქუში შეცივებულ ნაპირებს, ცა შავი და პირქუში ისევ წვიმას აპირებს . . . მერე ისევ ქოლგები . . . და ოცნებაც , . . ოდეს მე . . . შემოდგომის ნოტებით მიჰქრის გიორგობისთვეც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი