დღე, რომელიც შენ გგავს
დღე, რომელიც შენ გგავს ალბათ არის მზიანი, თავად ჰგავხარ ლერწამს ამაყად მომზირალის… დღე რომელიც მე მგავს, ალბათ ღრუბლიანია “ვარდი” მშვენი “ეკალს”, ვფიქრობ უპრიანია… დღე, რომელიც ჩვენ გვგავს თუ არსებობს ასეთი ზოგჯერ ქუხს და ელავს, უფრო მეტად – ალერსით!.. ვერ აღვწერე ვერა ჩვენს ხასიათს რომ შვენის: ან ვართ “ბედისწერა” ან ღიმილი “გამჩენის!”..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი