როდესაც შენში იღვიძებს მარტი
მე მიყვარს, როცა იღვიძებს მარტი მიყვარს ყვავილთა წითელი თოვა, მიყვარს, როდესაც ამბორით ქარი გძარცვავს, გიკოცნის სველ თვალებს მორცხვად… მე მიყვარს შენში ოცნება ზამთრის, ზოგჯერ რომ გიწვდის გაყინულ თითებს; შენ ისევ ისე, ვით “რიდი ქალის” ჩაიღიმებ და თავს აარიდებ… მე მიყვარს სწორედ ეგ ჩაღიმება… (ბევრსაც უცდია მოეგო გული) შენი სუნთქვა და, და გარინდება ისე წრფელია, ვით გაზაფხული… მე მიყვარს როცა იღვიძებს შენში მარტის სურნელი და სილამაზე, როცა ნიავი ნავარდობს თმებში, და როცა მარტის გდევს სითამამე… მე მიყვარს შენში სიცელქე მარტის, გხატავს ბუნება თვით საოცრებით და როგორც ზამთარს, მეც შემიყვარდი, მეც შემიყვარდი ჩუმი ოცნებით…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი