ან სხვა რაა ამ ქვეყნად რომ...


როგორ მიყვარს შენს თვალებში
არეკვლილი ჩუმი მზერა,
როგორც სხივი ვარსკვლავების
ცხოვრების გზად ამედევნა.
სად არ ვიყავ, სად არ ვრბოდი,
ცა და მიწაც ავიკიდე...
ვასამარე გრძნობა ლოდით,
მაგრამ ვერა დაგივიწყე; 
როგორ მიყვარს შენს ბაგეს რომ
ეპარება ღიმილთ ცვენა,
როცა სუნთქვა განთიადის
მაგ შავ-თვალებს ეტანება...
ან სხვა რაა, ამ ქვეყნად რომ
ერქვას გრძნობას ნეტარება,
როცა მუდამ მის გვერდით ხარ
და რომ მაინც გენატრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი