მე და პოეზია
ვეცადე ჩემს სცენაზე სოლო მეთამაშა (ბევრიც სხვას თამაშობს, სხვისი ნომერია…) განა მხიბლავს ტაში, ხმამაღალი ვაშა?! – უბრალოდ ვმეგობრობთ მე და პოეზია. ზოგჯერ არ ამართლებს როლი მოლოდინის, თუმცა, დუბლი ჯერზე, დუბლად “ნობელია” თუკი კალმით ვხატე, ვქარგე გობელენი განა მარტოდ ვხატე?! – არა! – პოეზიამც! ცხოვრებაა ვისთვის მძიმე სიუჟეტის ან ვისთვისაც კიდეც მწარე კომედია… არ ვთამაშობ დრამას, არც შექსპირის ჰამლეტს, პიესაა მხოლოდ: “მე და პოეზია”. არტისტულ ნაბიჯებს ყვავილთა კვალი სდევს, მაგრამ, ეს სვლა წლებთან მხოლოდ მომენტია; მგოსანთ საფლავზეც კი მსგავსნი ყვავილნი დევს… იცის რასაც ვამბობ, იცის პოეზიამ. დღეს დუელში ვიწვევ… მაგრამ, ვიცი მომკლავს; ის ხომ ჩემს სულშია, ავტოპორტრეტია… ამ ცხოვრების გზაზე კვლავაც ვაწყობთ დუეტს: მე და პოეზია, მე და პოეზია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი