***
ზოგი განიკითხავს… ზოგიც ამბავს ჰკითხავს… ზოგი ვეღარ იტანს… ზოგიც წვდება მიზანს… ზოგი კბილებს აღრჭენს… ზოგიც უხმობს გამჩენს… ზოგი მუშტებს მჯიღავს… ზოგიც უხსნის ნიღაბს… ზოგი უშლის ლოცვებს… ზოგიც წმენდს მის ცოდვებს… ზოგი არად აგდებს… ზოგიც კვლავ აკაცებს… ზოგი ჰგავს ხარს, რქიანს,.. ზოგიც – ადამიანს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი