არ იჩქარო გამოხედვა...
ნუ იჩქარებ გამოხედვას მე ის არ ვარ ვისაც ელი,.. ბარათები ჩემი იყო, თუმცა ერქვა სხვა სახელი... ნუ იჩქარებ გამოხედვას თუ მომაპყრობ უცხო მზერას, ვიცი, დარდი აღმოგხეთქავს ვერ მიპოვი, ვინც გსურს, მჯერა. ვიცი, გინდა რომ ის ვიყო, ვინც ბარათებს შენთვის წერდა, თუმცა ის ვარ, ოღონდ ვფიქრობ სხვა სახელი დამებედა - არ იჩქარო გამოხედვა!.. ...მე მაშინებს შენი ჩრდილი, ის ნორჩია კონტურებით, შენს ზურგს უკან, ვით აჩრდილი ვდგავარ სხეულ-მოდუნებით... არ იჩქარო გამოხედვა, ისე წადი, გთხოვ, შორს წადი! ფიქრებმა წყვეს ამბოხება ვერ ვერევი გათვლილ მანძილს; შენ ნორჩი ხარ, სულ ნორჩი ხარ, მე კი ბევრად შენზე დიდი, იმ ფოტოებს არა ჰგავხარ ბარათებით რომ გზავნიდი; არ იჩქარო გამოხედვა!.. ახლა შენკენ მეც ზურგით ვარ,.. ირგვლივ ხალხი მიდი-მოდის... ვწუხვარ, მაგრამ პაემანი, ამ ნანატრ დღეს, არ გამოდის!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი