როგორ მიყვარს თქვენი ცქერა შორეულო მთებო!..
როგორ მიყვარს თქვენი ცქერა შორეულო მთებო მინდა რომ სიმღერა გითხრათ წმინდა, სანაქებო, ჩემი სახლის აივნიდან გიცქერით და ვტკბები როგორ გშვენით მაგ თეთრ-ღრუბლთა საოცნებო ფრთები! როგორ მხიბლავს თქვენში ცქერა შევერცხლილი ფერთა უზარმაზარ მკერდში გულის ვულკანივით ფეთქვა ლამის ლურჯ ცას მიწვდეს სუნთქვა თქვენი მწვერვალების მიყვარს, მიყვარს, ჩემ გურიის საამაყო მთები! აქვე მთებთან მდინარეთა ისმის სწრაფი ჩქერა ქუხს ჩაქუხა და ჩქერს ბჟუჟი ვნებიან სიმღერად, ირგვლივ ყვავის ტყე და ველი და იშლება ხედი გომისმთის გზას ზურმუხტ ფერად მოსავს შემოქმედი!* მიყვარს თქვენში მზის სხივების საოცარი ტეხვა თქვენი ჩრდილი სახურავებს ლანდად რომ დაჰყვება და ამ ლანდთა საიდუმლოს უერთდება ქედი და ამ ფონზე მძივად მოჩანს ჩემი ოზურგეთი… როგორ მიყვარს თქვენი ცქერა შორეულო მთებო როგორ მინდა ჩემი ლექსით მეც რომ დაგამშვენოთ, ჩემი სახლის აივნიდან გიცქერით და ვტკბები ლამის ლურჯ ცას მიწვდა სუნთქვა თქვენი მწვერვალების! * შემოქმედი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი