ფოტო სტრასბურგიდან
შენ მიდიოდი თვალცრემლიანი ირგვლივ სუფევდა ზღვა მდუმარების ხეთა რიგი და ქვაფენილები თვალს გადევნებდნენ იდუმალებით… შენ მიდიოდი მარტო, ეული, თვალცრემლიანი, ვით გაზაფხული... დღე უსუსური და დიდებული იმ დღით ასეთი იყო სტრასბურგი... და გახვეული ფიქრთა ბურუსში მიაბიჯებდი ქალურ ღირსებით... შავ ქოლგით ხელში, ტყავის ქურთუკში, მუხლთან დაჩაჩულ, ცისფერ ჯინსებით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი