გულის ფიქრები


არავინ იცის ჩემს გულში რა ხდება,
თითქოს და სახეზე ფერი მაქვს ნათლის,
ვცდილობ გამოვფხიზლდე, თვალი ავახილო,
საკუთარ თავს მივცე იმედი ახლის.

მაგრამ დრო მიდის, უკან არ ბრუნდება,
რჩება ოცნებები გულში მარად,
თვალები დაგეძებს - ვერსად გიპოვა,
არც კი გახსენდები, არც მოგდის აზრად.

ამ ყოველივეს ისევ გაპატიებ,
ვიცი მოვიშორე თვალიდან ბინდი,
მაგრამ დრო გადის, გულიც დაემგზავრა,
მე კი ისევ იქ ვარ და შენ გიცდი.

ლექსების წერაში სულმაც დამშვიდდა,
თითქოს გამიღრმავდა ესოდენ ნიჭი,
კალამს ვერ ვაჩერებ უფრო შემიპრყო,
ოხ, რა დამდნარი ვარ, ვიწვი ბიჭი.

ალბათ გაიგებდი, რომ სიყვარული
ქვეყნად ერთია, როგორც ცხოვრება,
გულის სიღრმეში შენი თვალებია
და ეს თვალები არასდროს მოსწყდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი