შენი სურნელი


დილით ადრე, კალათით ხელში,
საჩუქრისთვის ვეძებდი იებს,
შენთვის მინდოდა ჩურჩულით მეთქვა,
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ.

მოვიდა ის დროც, როცა მოვედი,
როცა გითხარი მე ჩემი გრძნობა,
შენ კი ნაზად დახარე თავი და
თვალ-წარბში ისევ ღიმილი გქონდა.

მაშინ მივხვდი, რომ შენც გიყვარდი,
მაგრამ ვერ თქვი ,,მეც"-ო ვერა,
თვალები ნაზად გადაგიკოცნე
და წარმოსთქვი ის ერთი ბგერა.

მაშინ  მითხარი მეც მიყვარხარო
და თვალებზედ მოგადგა ცრემლი,
გულში ჩაგიკარ და ჩაგიხუტე
ახლაც კი მახსოვს შენი სურნელი.

ახლაც ისევ მინდა ის დრო მოვიდეს
ანდაც შემეძლოს სახელის დაწერა,
მარად გახსოვდეს და იცოდე, რომ
ეს ლექსი შენთვის ლაშამ დაწერა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი