თოვლიანი ვარდები


სუსხიან ამინდში ვდგავარ ვარდებით,
აქ გელოდები აცრემლილ თვალებით,
მინდა მოგიყვე, მოგიყვე გარკვევით
დარმა დამტანჯა, დავეცი წამებით.

მინდა იცოდე, რომ ჩემი თვალები
ქვეყნად შენს გარდა ვერავის ხედავს,
და ეს გულიც თვალებს აყოლილი
შენსკენ მოდის და ყველაფერს ბედავს.

ხშირად მაწუხებს შენზე ფიქრები,
ალბათ ოდესმე ერთად ვიქნებით,
მჯერა გამითბობ თითებს თითებით,
და გზას შენამდე ვივლი იმედით.

მე შენთვის ისევ დავანთებ სანთელს
და მას გავატან მწუხარე აზრებს.
ჩემი სიყვარული ცდება საზღვრებს
ფიქრებმა წამიღო - ათოვს ვარდებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი