ყოველ ღამით-ოთარ რამიშვილი/kovel gamit-Otar Ramishvili
ყოველ ღამით ამოვივლი მე შენს ქუჩას. ყოველ ღამით,ყოველ ღამით გინატრებ. ეს ცხოვრება რა მოკლეა,ბოლო უჩანს, შინ ვბრუნდები შენზე ფიქრში დილამდე. შენ რა იცი,შენ რა იცი ჩემო კარგო, ჩემი გულის, ჩემი გულის დარდები. შენს სახლის წინ მსურს ადგილი შემოვფარგლო, და დილამდე აივანთან დავდგები. ეს ცხოვრება რა მწარეა, რა ძუნწია, ჩაგაშხამებს თუ გაქვს რამის სურვილი. მომენატრე, დაგირეკე ეს წუთია, შენ კი ცივად დამიკიდე ყურმილი. ყოველ ღამით ამოვივლი მე შენს ქუჩას. ყოველ ღამით, ყოველ ღამით გინატრებ. ეს ცხოვრება რა მოკლეა, ბოლო უჩანს მაგ შენს ქუჩას, შინ ვბრუნდები შენზე ფიქრში დილამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი