რაც უფრო შორს ხარ


რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბებკ,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი როგორც ედემი.

და თუ არახარ მე ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნანობ, დაე, ვცდებოდე,
ავდმგოფ გულს სურს, 
რომ მას თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს, მე ჩემი ბოდვა.
და სიყვარულის დღესასწაული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი