Gaming


თამაშის შექმნა არაფერია სხვა, თუ არა ღმერთის იმიტაცია. მოახლოვებული დეკემბერი გზის ბოლოს წვერს იპარსავს და ხელისცეცებით ეძებს სინათლეს, რომელიც გაზაფხულმა გადაყლაპა. საკანალიზაციო მილებში დაფერმკრთალებული სახეები ქარებს ემალებიან. გლეხმა მიწიდან ხელოვნური ინტელექტი ამოიღო, გათალა, შეწვა, კეტჩუპი დაასხა, შესანსლა და ისევ მიწაში ჩადო, (ეს მისი ყოველდღიური რუტინაა..). გზა რომელსაც მიყვებოდი, უემოციო ინტელექტებმა დაიკავეს. ციდან წამოსული წვიმა... ეს სატესტო ალგორითმია, იმ სიმულაციის რომლის დემო ვერსიაზეც კაცობრიობამ შემთხვევით ან მთელის რუდუნებით იმუშავა. სიცოცხლის პირველი სადიალოგო ანბანი დაგავიწყდა ხომ? დაბადებისას სიცოხლე გთავაზობს სამყაროს არჩევანს: Survive, Racing, Action/Adventure, Open World, Simulator, Puzzle, და ასე შემდეგ. შემდეგი შეკითხვა მდგომარეობდა სამყაროს სირთულეში: Classic, Easy, Normal, Hard, Nightmare/Impossible. მაგრამ თამაში რაც არ უნდა მარტივი ალოგორითმით გაუშვა, მაინც შეგხვდება სირთულეები და მაინც დაკარგავ ავატარს, რომელიც მოკლე ჩატვირთვის მერე ახალი ცოდნით დაგიბრუნდება. შექმნილ სამყაროში სამყაროს შემქნა ასე იწყება: . დანარჩენი შენზეა. ყველაფერი რაც ამ ტექსტი მოთავსდა ჩემი ავატარების ნაამბობია, რომელიც მეტნაკლებად ვთარგმნე. ამჯერად სხვა არაფერი მახსენდება, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სათამაშო, ჩემი ავატარები მარტოობას ვერ იტანენ და უნდა წავიდე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი