1.2.3.. საათი წკავის.
ამ გათენებას ღამის ნაკვთების არომატი დაჰკრავს. თვალს გაახელ და გარეთ ზოგჯერ თოვლია, ზოგჯერ მზე, ქარი, წვიმა. თვალს გაახელ და სიზმრის მოკლე-მოკლე ფრაგმენტები ხან საუკუნოდ გაგირბიან, ხან კი იხსენებ და ბოლომდე რო გაიხსენებ აი მაშინ დგები, უკვე ფხიზელი, გამოსული ძილის ძალიდან. 1.2..3... საათის წიკწიკი უკრავს დროის ჰიმნს, ბევრი მეგობარი ცუდათ შეიცვალა. 1.2..3.. საათი კივის, მე მარტო ვდგავარ ოკეანეში. ამ ოკეანეს ნამდვილად "ჰღვიძავს!", ტალღებს ახეთქებს დროს, ჰაერს, ქვიშას, მე ვდეგვარ მშრალი, მე არა მიშავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი