მთვარ(ეული)


და გაზაფხულიც მოვიდა უცებ, 

ქალაქს ერევა მწვანე ნოტები,

ჩემი ფანჯრიდან იალღუჯს ვუცქერ,

ახლა არვიცი რას ველოდები...



——————————————————



და უძილობა კვლავ მომერია,

თითქოს მორიგედ დამტოვა ღამემ,

ჩემი ქვეყანა უბედურია,

აქ კვლავ მაძღრები სვ-ამენ და ჭ-ამენ.



——————————————————



ტბაზე ტირიან სველი ნავები, 

და თოლიები კვეთენ ჰორიზონტს,

კვალს დატოვებენ თვითმფრინავები,

როგორც ჭრილობას ტყვია - ომის დროს.



——————————————————



უჰორიზონტო და უიმედო,

დაუვარცხნელი მოსჩანდა სივრცე,

მე ახლაც მინდა, რომ შენს თვალებში

სამარადისო სიცოცხლედ ვიქცე.



——————————————————



მე ფანჯრიდან გადავცქერე,

გარეთ ხტოდა ცეცხლის ალი,

მერე სიომ დაუბერა

და დავწექი ძილგამკრთალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი