უიღბლოს გოდება


ამწეო და დამწეო
აქეთ-იქეთ მარწეო,
არც ცოცხლებში დამტივე
აღარც მკვდრებში გამწეო. 
ნატვრა ვერც დავასრულე
სვემ მომასწრო წაშლაო,
წვეთი წყალი ვისურვე
ოკეანე დაშრაო. 
სული ჩემი დაღლილი
მოლოდინით დაშვრაო,
გავიბუტე თითქოს და
უცოდველმა ბავშვმაო. 
ამწეო და დამწეო
ამდენს ნუღარ მარწეო,
ან ცოცხლებში დამტივე 
ანდა მკვდრებში გამწეო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი