თუმცა მრავალჯერ ამოვთქვი..


თუმცა მრავალჯერ ამოვთქვი
სიმღერით ჩემი სათქმელი,
გულით რომ მემღერებოდა
თითებზე ჩამოსათვლელი.
ნუ წუწუნებო, ტიროფმა,
შენ სხვისი ნახე ბედიო,
სიკვდილისი წინა რომ მღერის
ყელმოღერებით გედიო.
აღარ ვწუწუნებ, არ ვგმინავ,
არც ბედისწერას დავნებდი,
საჭრეთელი თუ მიმტყუნებს
სულ ახლისა ვარ თავდები.
წვიმას გავუგებ და თოვლსაც,
ქარსაცაა შარახვეტიას,
მადლობელი ვარ, რაც ჩემთვის
განგებას გაუმეტია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი