გამსახურდიას...


გაცივებული გულები
გრძნობებს საღათას ძილი,
ლარნაკში მჭკნარი ვარდები
არსად ცრემლების მძვი.
კედლიდან შენი სურათი
ახლა მოწყენით მიცქერს,
ვერ მოესწარი ცხოვრებას
შენ რომ ნატრობდი ისეთს.
ისევ ის ალიაქოთი,
ვებრძვით ქარაშოტს, ცუნამს,
თუმცა გამოჩნდა მფრინავი, 
ჩვენ რომ ვნატრობდით მცურავს.
ნელ-ნელა ლღვება ყინული
დამშვიდდი, ნუღარ ნაღვლობ,
ვარსკვლავებს ამოეფარე
მეხმა რომ არა გავნოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი