მაპატიეთ


მიგურგულია ჩემს მთა და ბარში,
ვაზი ვსხლი და ყანები ვმარგლე,
გამომიხშირავს ხმელი და ძეძვი,
ნორჩები გულის სითბოთი დავრგე.
მოუსაკლისე ტოტებს საყრდენი
ნაყოფით სავსეს, სიმძიმით დახრილს,
მოვაბალახე და წყალი ვასვი
ვერეკებოდი სოფლისკენ ნახირს. 
ვეფერებოდი დიდს თუ პატარას,
ცოტ-ცოტა ბუჩქსაც, ბალახსაც ვარგე,
ვეალერსე და ბუდეში ჩავსვი
გადმოვარდნილი პატარა მართვე.
და მაინც, რამდენს ვერ ვერგე წამლად
არ განვდგომივარ არავის განგებ,
ო, მაპატიეთ თუ ვერ შევძელი
თუ უფრო მეტად ვერ გეამაგეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი