გაცილება


შენ რომ წახვედი, მომერია 
შიში და ეჭვი,
ისე დამთრგუნეს ლამის იყო 
ჭკუიდან შევცდი.
იმ დღეს დამდინდა მწარე ცრემლი
შემკრთალ ღაწვებზე,
და ბოლო კადრი შემეყინა
მაშინ თვალებზე.
რა უბედურად, უსუსრად 
ვიგრძენი თავი,
თითქოს ერთ წამში უკურნებელ
ვიქეც ხეიბრად,
თითქოს დაკარგა ყველაფერმა 
ამ ქვეყნად აზრი,
ჩიტის ჭიკჭიკიც კი აფრთხოვდა 
თითქოს ხეივანს.
დრომ მაინც მიხნსა, ჩამახედა 
სულის წიაღში. 
თურმე რამდენი კარგი საქმე 
დარჩა უქმნელი,
მივხვდი რომ შენით არც ვიწყები 
და არც ვმთავრდები,
თურმე რამდენი ჩუმი ფიქრიც დამრჩა უთქმელი.
ახლად ვიქეცი, რადგან ახალს მოვუხმე ძალას,
ცხოვრება ისევ მიხარია,
ისევ ვიღიმი, 
სული გამითბა, ფენიქსივით 
აღვსდეგ ფერფლიდან, 
და მე მეურმე მივუყვები 
შარას ღიღინით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი