იყავ კომეტა
შენ ხარ კომეტა, ეხეთქები ხშირად მომენტებს, მერე მყისიერ ეწაფები თურმე სონეტებს. შენა ხარ შვილი ამ პატარა ქვეყნის და მიწის, გახსოვდეს, მიწა მოღალატის ფეხქვეშ რომ იწვის. არ შეელეწო სიცოცხლის და სიწმინდის კედლებს, გზა გაუკვალე სიყვარულს, სიკეთის მთესველს, მეტეორისგან დედამიწას ღმერთი იფარავს, ნახე, წიწილებს კრუხი როგორ გადაეფარა. შენც დაიფიქრე, დაიცავი მცირე სანახი, შენს ნაკვალევზეც ბიბინებს მწვანე ბალახი. ყველას თავისი დაჰყოლია შნო და უნარი, კომეტა იყავ ღირსეული, გაუხუნარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი